Monday, June 18, 2012

ვიცით რუსთველი?

პროექტს განახორციელებენ ქალაქ თბილისის N122 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეები

Sunday, May 27, 2012

პროექტის დღიური



ყოველთვის წყნარ და მშვიდ ბექას ლაპარაკს ხატვა ურჩევნია
















Monday, April 30, 2012

კვლევა - ჩვენ და ,,ვეფხისტყაოსანი"

პროექტზე მუიშაობენ: ელენე გოგშელიძე, ელენე სუხაშვილი, მარიამ მელაძე, მარიამ თვარაძე, ნატა ქუფარაშვილი.



კითხვარი


saxeli


asaki


profesia




 1

ra asociaciebs iwvevs TqvenSi sityva rusTveli? (gadmoeciT 3 zedsarTavi saxeliT)


 2
erTi ram, rac yvelaze metad momewona `vefxistyaosanSi~




3

erTi ram, rac CemSi uaryofiT emociebs iwvevs











 4



skolis periodis Semdeg Tu mibrunebulxarT `vefxistyaosanTan~
ara
 dadebiTi pasuxis SemTxvevaSi aRniSneT, ra viTarebaSi
iSviaTad




xSirad


5

`vefxistyaosnis~ gmirebi arian (moniSneT swori pasuxebi)
o   fridoni
o   rosani
o   Tamari
o   tarieli
o   farsmani
o   nestan-darejani
o   guranduxti
o   rostevani
 6
rodis daiwera `vefxistyaosani~?


 7
Tqveni azriT, unda iswavlebodes Tu ara `vefxistyaosani~ skolaSi da ratom?
dadebiTi pasuxis SemTxvevaSi:
ra asakSi unda iswavlebodes da ratom fiqrobT ase?























Sunday, April 8, 2012

სასწავლო პროექტის გეგმა



პროექტის სახელწოდება:
 ვიცით ,,ვეფხისტყაოსანი"?

პროექტის მთავარი იდეა:
,,ვეფხისტყაოსნის" პოპულარიზაცია
2012 წელი იუნესკოს მიერ გამოცხადებულია რუსთაველის წლად; ,,ვეფხისტყაოსნის" პირველ ბეჭდურ გამოცემას 300 წელი უსრულდება. ამ ღირსშესანიშნავ მოვლენებს 122-ე სკოლის მოსწავლეები ამ პროექტით ეხმიანებიან.

პროექტის აქტუალობა:
პროექტი მოსწავლეებს მიღებული ცოდნის პრაქტიკული რეალიზების, მის ემოციურ დონეზე გათავისების შესაძლებლობას აძლევს. ისინი მათთვის სასურველი და სახალისო ფორმით გამოხატავენ თავიანთ აზრს, დამოკიდებულებას, შთაბეჭდილებებს.   მაქსიმალურად იქნება ჩართული ყველა მოსწავლე.

პროექტის მიზნები:
პროექტის საშუალებით მოსწავლეები შეძლებენ სასწავლო წლის განმავლობაში „ვეფხისტყაოსანზე“ მიღებული ინფორმაციისა და ცოდნის შეფასებას, ორგანიზებას; ნასწავლს სახალისო და ინტელექტუალურად დატვირთულ ცხოვრებისეულ გამოცდილებად აქცევენ. განავითარებენ როგორც დამოუკიდებელი, ასევე გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევებს.

მონაწილეთა ასაკი:
 15–16 წელი

ვადები/ხანგრძლივობა:
 11 04 2012    –   2012 წ. მაისის ბოლო, თვე–ნახევარი.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
კვლევის შედეგების ანალიზი და დასკვნა; ვიქტორინა–კონკურსი X – XI კლასის მოსწავლეთა შორის; აფორიზმების თემატურად დალაგებული  კრებული, მოსწავლეთა ილუსტრაციებით გაფორმებული.
მოპოვებულ მასალებს განვათავსებთ ბლოგზე.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
კითხვარი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვისათვის; ვიდეო და ფოტო აპარატები; კომპიუტერი, პროექტორი პროექტის პრეზენტაციისა და ვიქტორინისათვის, ქსეროქსი კითხვარებისა და საგულისხმო ციტატების კრებულის დასაბეჭდად, ინტერნეტი, ,,ვეფხისტყაოსნის" სხვადასხვა გამოცემა.

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
კლასი დაიყო 4 ჯგუფად. თითოეული ჯგუფი შედგება 6–8 მოსწავლისაგან. ჯგუფებში გადანაწილებულია მოვალეობები და პასუხისმგებლობა.
 I ჯგუფი:  გამოიკითხავს საზოგადოებრივ აზრს (სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში): რითი დაამახსოვრდათ ყველაზე მეტად რუსთველის პოემა სკოლის ასაკში; დაბრუნებულან თუ არა მას შემდეგ „ვეფხისტყაოსანთან“, რა სიხშირით (დადებითი პასუხის შემთხვევაში)...  კითხვარი ჩამოყალიბების პროცესშია. ჯგუფი მუშაობს მის  შედგენაზე, საბოლოო სახით მომზადდება ფსიქოლოგებსა და სოციოლოგებთან კონსულტაციის შემდეგ. მომდევნო ეტაპია მისი დაბეჭდვა და ინტერვიუ; კვლევის შედეგების ანალიზი, საბოლოო ანგარიშის წარმოდგენა PP პრეზენტაციით (ჯგუფის მუშაობაზე პასუხისმგებელი - ელენე გოგშელიძე). 
II - პარალელურად მიმდინარეობს ვიქტორინა–კონკურსისათვის მზადება, მასწავლებელი  ვიქტორინისათვის არჩევს კითხვებს,
 X-XI კლასის მოსწავლეთა ვიქტორინა–კონკურსის ორგანიზება (პასუხისმგებელი - ზაურ თურმანიძე).
 ჟიურის შემადგენლობაში იქნებიან ქართულისა და ისტორიის პედაგოგები და ორი მოსწავლე. კონკურსის გამარჯვებული დაჯილდოვდება „ვეფხისტყაოსნით".    
III ჯგუფის მოსწავლეები  ,,ვეფხისტყაოსნიდან"ამოკრებილ საგულისხმო ციტატებს (ციტატებს მოსწავლეები იწერდნენ ტექსტზე მუშაობის პროცესში)  დააჯგუფებენ, თემატურად დაალაგებენ, შეადგენენ კრებულს, რომელიც გაფორმდება მოსწავლეთა მიერ შექმნილი ილუსტრაციებით  (პასუხისმგებელი - ომარ მთივლიშვილი).
IV ჯგუფი აგვარებს ორგანიზაციულ საკითხებს (პასუხისმგებელი - ანა მაწკეპლაძე).
 მოსწავლეები ეტაპობრივად  გააკეთრბენ პროექტზე მუშაობის დღიურის ჩანაწერებს და საქმიანობას ასახავენ ვიდეოფირზე.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული, ისტორია, ხელოვნება
ქართული X 8; 10; 15; 16
ხელოვნება ს.გ. X.1

პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):
მაია შაყულაშვილი

ხელმძღვანელის ელ–ფოსტა:
m.shayulashvili@gmail.com

პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:
proeqti-rustveli.blogspot.com